დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №145 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №216 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 25/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.123.000667 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.123.000.667
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №145 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №216 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 27 თებერვლის №145 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისში მოქმედი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №216 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართში გრაფა №13 და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
| 13. | 10 | სულხან-საბას გამზირი – გუგუნავას ქუჩა – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – გუგუნავას ქუჩა – სულხან-საბას გამზირი | 4 მცირე |
“
2. შეიცვალოს დადგენილების №1 დანართში გრაფა №16 და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
| 16. | 13 | თაბუკაშვილის ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი. ჭავჭავაძის გამზირი – თაბუკაშვილის ქუჩა | 6 საშუალო 2 მცირე |
“
3. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართის გრაფა №37 და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„
| 37 | 23 | სულხან-საბას დასახლება (38-ე და 29-ე საჯარო სკოლების გავლით) – სულხან-საბას გამზირი – გუგუნავას ქუჩა – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ნინოშვილის ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი. ჭავჭავაძის გამზირი – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – გუგუნავას ქუჩა – სულხან-საბას გამზირი – სულხან-საბას დასახლება (38-ე და 29-ე საჯარო სკოლების გავლით) | 4
|
“.
4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართის გრაფა №38 და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
| 38 | 23ა | ფანჯიკიძის ქუჩა – წერეთლის ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – ზ. გამსახურდიას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – გუგუნავას ქუჩა – სულხან-საბას გამზირი – სულხან-საბას დასახლება – სულხან-საბას გამზირი – გუგუნავას ქუჩა – მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი – ი. ჭავჭავაძის გამზირი – რუსთაველის გამზირი – დავით აღმაშენებლის გამზირი – წერეთლის ქუჩა – მანდარიას ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – ფანჯიკიძის ქუჩა | 4 |
“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ. კუპრაძის ქუჩა №11/.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები