„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.000666
  • Word
35
25/08/2010
სსმ, 24, 10/09/2010
010260030.35.123.000666
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.35.123.000.666

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/630 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.

2. დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის დებულება/:

ა) პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“;

ბ) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სატენდერო კომისიის აპარატის, სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებისათვის წინადადებების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სამსახურის წარმომადგენელთაგან სატენდერო კომისიის აპარატის წევრობის კანდიდატურების წარდგენა; აპარატის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია“;

გ) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება“;

დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი