„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.123.000665
  • Word
34
25/08/2010
სსმ, 24, 10/09/2010
010260030.35.123.000665
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.35.123.000.665

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/637 წერილში მითითებული სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №231 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურის საქალაქო სამსახურის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.

2. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი