„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 25/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.123.000664
  • Word
33
25/08/2010
სსმ, 24, 10/09/2010
010260010.35.123.000664
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.010.35.123.000.664

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის 2010 წლის 21.07 №01–40/607 წერილში მითითებული სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები/მერიის რწმუნებულები/“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებსა და შესაბამის წინადადებებს“;

ბ) „ყ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ან/და თანხმობით ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს“;

გ) „შ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე აძლევს თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას“;

დ) „წ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ. კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ ქალაქ ქუთაისის საკრებულოსთვის წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება“;

ე) „ხ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ. ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ ცალკეული საკითხების შესასწავლად, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შესაბამისი კომისიების, საბჭოებისა და სხვა საკონსულტაციო ჯგუფების შესაქმნელად, ასევე მათი სამოქმედო დოკუმენტაციის თობაზე, ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს“;

ვ) „ჯ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ. ახორციელებს მერიის დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს მერიის რწმუნებული“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი