დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის № 205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 30/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.123.016015 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2010 - 14/03/2011)
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №63
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„ ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის № 87 გადაწყვეტილების № 2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის № 205 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და მისი გადახდის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე
„ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით გაუქმდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოსაკრებელი, ხოლო „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოსაკრებელის ნაცვლად, შემოღებულ იქნა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების, გაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცებისა და 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილების №2 დანართის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 11 მარტის №205 დადგენილება.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასი №1 დანართის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის )
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის დროებითი წესი №2 დანართის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის )
მუხლი 4.
ამ დადგენილების მესამე მუხლით დამტკიცებული დროებითი წესის გადამზიდავებისათვის გაცნობის უზრუნველყოფა დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს (ვ. კლდიაშვილი ).
მუხლი 5.
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი №1
ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული
სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასები
| სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები | მარშრუტის ნომერი | ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე თვეზე გაანგარიშებით (ლარი)
| |
| ძველი | ახალი | ||
| M1 ქვეკატეგორიის მსუბუქი ავტომობილები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) | 1 | 101 | 20 |
| 2 | 102 | ||
| 3 | 103 | ||
| 4 | 104 | ||
| 6 | 105 | ||
| 56 | 106 | ||
|
| 107 | ||
|
| 108 | ||
| M2 ქვეკატეგორიის 5 ტონამდე წონის ავტობუსები, რომელთაც აქვთ 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა)
| 1 | 1 | 90 |
| 2 | 2 | ||
| 25 | 11 | ||
| 57 | 48 | ||
| 50 | 50 | ||
| 100 | 100 | ||
| 10 | 10 | ||
| 20 | 13 | 75 | |
| 23 | 23 | ||
| 28 | 28 | ||
| 34 | 34 | ||
| 24(34ა) | 34ა | ||
| 19 | 51 | ||
| 28 | 53 | ||
| 5 | 54 | ||
|
| 200 მარცხენა | ||
|
| 200 მარჯვენა | ||
| 31 | 31ა |
65 | |
| 4 | 4 | ||
| 17 | 17 | ||
| 21 | 21 | ||
| 52(22) | 22(52) | ||
| 23ა | 23ა | ||
| 6 | 31 | ||
| 32 | 32 | ||
| 14 | 33 | ||
| 35 | 35 | ||
| 36 | 36 | ||
| 7 | 38 | ||
| 59(22) | 39 | ||
| 18 | 40 | ||
| 38 | 41 | ||
| 44 | 44 | ||
| 9 | 45 | ||
| 46(6ა) | 46(6ა) | ||
| 55 | 49 | ||
| 15 | 15 | 55 | |
| 16 | 16 | ||
| 3 | 30 | ||
| 13 | 37 | ||
| 42 | 42 | ||
| 26 | 43 | ||
|
| 47 | ||
| 55ა | 55 | ||
| NM3 ქვეკატეგორიის 5 ტონაზე მეტი წონის ავტობუსები | 1 მარცხენა | 1 მარცხენა | 80 |
| 1 მარჯვენა | 1 მარჯვენა | ||
| 20 | 13 | 60 | |
| 2 | 2 | 50 | |
| 4 | 4 | ||
| 5 | 5 | ||
| 7 | 7 | ||
|
| 8 | ||
| 9 | 9 | ||
| 33 | 10 | ||
| 25 | 11 | ||
| 27 | 12 | ||
| 31 | 14 | ||
| 19 | 15 | ||
| 22 | 22 | 40 | |
| 6 | 6 | ||
დანართი №2
ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M1, M2 და M3
კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი
საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ნებართვის
გაცემის ფასის გადახდის დროებითი წესი
მუხლი 1
წინამდებარე წესი, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებიდან და დამატებებიდან გამომდინარე, არეგულირებს ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი გადამზიდავების მიერ, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის უზრუნველყოფას.
მუხლი 2
1. ნებართვის გაცემის ფასის გაანგარიშება განხორციელდება ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული ნებართვის ფასის გადამრავლებით მარშრუტების სანებართვო მოწმობებში ფიქსირებულ ავტობუსების რაოდენობაზე.
2. გადამზიდავებმა, რომლებსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ სამგზავრო გადაყვანები, ნებართვის გაცემის ფასის გადახდა უნდა განახორციელონ ყოველთვიურად, არა უგვიანეს გადახდის თვის 25 რიცხვისა.
3. მ/წლის დეკემბრის თვეში, გადამზიდავები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფლება განახორციელონ სამგზავრო გადაყვანები, ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული ნებართვის გაცემის ფასის ორმაგი ოდენობა.
მუხლი 3
წინამდებარე წესი მოქმედებს „ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1 ,M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილების მიღებამდე.
მუხლი 4
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები