დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 15/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 30/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016014 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №62
2010 წლის 15 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით: „10. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ინფორმირების მიზნით, წერილობითი შეტყობინების ჩაბარება“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები