"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 30/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016012
  • Word
60
15/12/2010
სსმ, 71, 30/12/2010
010250050.35.123.016012
"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება № 60    

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის 7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1 -ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/, მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ“. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; არქიტექტურის საქალაქო სამსახური; ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა საქალაქო სამსახური; დასუფთავების საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; კონტროლის საქალაქო სამსახური; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური“.

მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ა.ხვადაგიანი