"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 15/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 27/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.123.016009
  • Word
59
15/12/2010
სსმ, 68, 27/12/2010
010260020.35.123.016009
"თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №59     

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. ქუთაისი                         

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს  2010 წლის 18 ოქტომბრის № 52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორის 2010 წლის 09.11 №01–40/994 წერილში მითითებული სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 02.12 №19-08-3/21367 მომართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი  პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების  შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს  2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელმა ორგანომ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა განახორციელოს მხოლოდ აუქციონის ფორმით. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო“;

2. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-8 პუნქტში ტერმინი: ,,ყოველ სანებართვო წელზე“, შეიცვალოს ტერმინით: „ერთ კალენდარულ წელზე“;

3. დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-9 პუნქტში ტერმინი: „ნებართვის საბოლოო ფასი“, შეიცვალოს ტერმინით: „ნებართვის  ფასი”.

4. დადგენილების №1 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:

. ნომერი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს;

. დამცავი ბადე;

. უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.“

5. დადგენილების 2 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

/დანართი  №2 დადგენილებას თან ახლავს/

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ა.ხვადაგიანი

 


დანართი №2

 

 

საქართველო

 

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის

ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

 

ნ ე ბ ა რ თ ვ ა  №000000

 

ეძლევა___________________________________________________________________________

                                                       ნებართვის მიმღები და მისი მისამართი

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

საფუძველი ­­­­­­­­­­­­­­­________________________________________________________________________

 

ნებართვის მოქმედების ვადა:

_____________________________________-დან                                                               

____________________________________  -მდე                     

 

ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსა და მერიაში.

 

სანებართვო პირობები

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

       ნებართვა გაცემულია 20––– წლის ________________________

 

 

--------------------------                                                          --------------------------------

 ნებართვის მიმღები                                                                ნებართვის გამცემი 

 

                                                                                                     ბეჭდის ადგილი

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                          ა.ხვადაგიანი