დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4135-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 23/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს პარლამენტის განცხადება
ლიტვის რესპუბლიკაში 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით
ვინაიდან 1991 წლის 13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის ჯარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის უხეშ გამოყენებას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და ათასობით ადამიანის დაშავება;
ვინაიდან 1991 წლის იანვრის მოვლენები ლიტვაში მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში;
ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვაში 1991 წლის იანვარში ძალის გამოყენება;
ვინაიდან 1991 წლის იანვრის მოვლენები კვალიფიცირებულია, როგორც ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აგრესია;
ვინაიდან 1991 წლის იანვრის დანაშაულის ჩამდენები და ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი;
ვინაიდან რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავს მიიჩნევს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ;
საქართველოს პარლამენტი:
ა) გამოხატავს სოლიდარობას ლიტველი ხალხის, განსაკუთრებით კი – 1991 წლის 13 იანვრის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახების, მიმართ;
ბ) მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არასდროს დართოს ნება 1991 წლის იანვრის დანაშაულის ორგანიზატორებსა და ამსრულებლებს, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად;
გ) მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაუწიოს ლიტვის რესპუბლიკის ხელისუფლებას აუცილებელი დახმარება 1991 წლის იანვარში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეების, მათ შორის, ორგანიზატორების, სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით;
დ) მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო საშუალებით დაარწმუნოს რუსეთის მხარე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4135–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები