მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 26/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.000488
  • Word
28
13/08/2010
სსმ, 17, 26/08/2010
010260020.35.153.000488
მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.130.000.488

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე

დანართი №1

მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულება

თავი 1. ზოგადი დებულებანი

1. მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით – „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”, მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

5. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური”.

თავი 2. სამსახურის კომპეტენცია და უფლებამოსილებანი

1. მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციაა:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;

გ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;

დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე;

2. სამსახურის უფროსი:

ა)     წარმართავს სამსახურის ძირითად საქმიანობას და აწესრიგებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ)    ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;

გ) ანაწილებს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კანოდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

თავი 4. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის საფუძველია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება.