მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 26/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.000486
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
13/08/2010
სსმ, 17, 26/08/2010
010260020.35.153.000486
მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2010 - 08/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.130.000.486

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონმიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონმიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 ოქტომბრის №36 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონმიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე

დანართი №1

მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება

თავი 1. ზოგადი დებულებანი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით – „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, საქართველოს კანონით „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ამოცანებს.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

5. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“.

6. სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან:

1) არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

2) ქონების აღრიცხვის, მართვის და სტატისტიკის განყოფილება;

3) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება.

თავი 2. სამსახურის კომპეტენცია და უფლებამოსილებანი

1. მცხეთის მუნიციპლიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციაა:

ა) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით მისი შესრულების კოორდინაცია;

ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტის შემუშავება და განსახილველად წარდგენა, მონაწილეობის მიღება მის საჯარო განხილვაში;

გ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, მისი განხორციელებისათვის თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული მართვის ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასება და დასკვნების შემუშავება;

ე) წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწილეობისათვის, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვისა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;

თ) მუნიციპალური ქონების მართვის შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;

კ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიწის მართვის, გამოყენებისა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა;

ლ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისთვის გადმოცემის შესახებ;

მ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

ნ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას და დასახლებების დაგეგმარებას, მშენებლობის კოორდინაციას;

ბ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი ზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;

გ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას;

დ) უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტების მომზადებას მშენებლობაზე ნებართვების გაცემასთან, მშენებლობის პროექტის შეთანხმებასთან, მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებასთან; საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

3. ქონების აღრიცხვის, მართვის და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადებას, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით მისი შესრულების კოორდინაციას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტის შემუშავებასა და განსახილველად წარდგენას, მონაწილეობის მიღებას მის საჯარო განხილვაში;

გ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე, მისი განხორციელებისათვის თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზებას;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასებას და დასკვნების შემუშავებას;

ე) წინადადებების მომზადებას იმ პროგრამებში მონაწილეობისათვის, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, ინვენტრიზაციას, კონტროლს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;

თ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადებას;

ი) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგის და მათი ექსპლუტაციის ეფექტურობის შეფასებას; ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზდებას;

კ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, მიწის მართვის, გამოყენებისა და მიწათსარგებლობის წესების დაცვას;

ლ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

მ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემის შესახებ;

ნ) სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;

ო) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;

პ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) შესაბამისი წინადადებების მომზადებას თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით;

რ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ს) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

4. ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უზრუნველყოფს:

ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და დასუფთავება-გატანაზე ზედამხედველობას, ორგანიზაციებთან და ცალკეულ იურიდიულ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას. ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანხების ამოღებაზე.

თავი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა)  წარმართავს სამსახურის ძირითად საქმიანობას და აწესრიგებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხს აგებს გამგეობის მიერ სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მოსამსახურეთა (თანამშრომელთა) ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;

დ) ანაწილებს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. სამსახურს ჰყავს თანამშრომლები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესის თანახმად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

თავი 4. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებას, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.

2. სამსახურის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის საფუძველია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტი.