საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ჯართის რეალიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ჯართის რეალიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 18/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.05.002.001.
  • Word
8
13/01/2001
სსმ, 6, 18/01/2001
100.110.000.05.002.001.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ჯართის რეალიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №8

2001 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ჯართის რეალიზაციის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ერთ კვირაში მოამზადოს და დადგენილი წესით დაამტკიცოს დებულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ბალანსზე არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შექმნან ერთობლივი კომისია, რომელიც ერთ თვეში განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერას და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციას.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ჯართის რეალიზების შედეგად მიღებული თანხა ჩაირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე და მოხმარდეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

ე. შევარდნაძე