დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.110.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის შექმნის შესახებ
საქართველოს ტერიტორიის მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციების გაზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიქმნას და განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ურომლისოდაც ვერ განხორციელდება სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციები. ამ მიმართულებით სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებისა და ქსელების განვითარების, ინფრასტრუქტურის შექმნის, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაციის, მათი საქმიანობისათვის საჭირო ხელშემწყობი პირობების შექმნისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბება, რომლის წილის 100 პროცენტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო.
2. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ.ადეიშვილი) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს შპს „საქართველოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების კორპორაციის“ დაფუძნება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები