დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 25/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.000441 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.161.000.441
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის №25 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და მე-13 მუხლის პირველ პუნქტში.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური.“.
მუხლი 3
შევიდეს ცვლილება მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები