დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 25/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.161.000440 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.070.000.35.161.000.440
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №30 დადგენილება – გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 2
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოები (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 7 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 8 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 9 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 10 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 11 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი: მთავარი სპეციალისტი წამყვანი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი სპეციალისტი |
420 400 380 360
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები