დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი) თაობაზე მოლაპარაკების წარმოებისა და მისი ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2001 - 18/01/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №545
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი) თაობაზე მოლაპარაკების წარმოებისა და მისი ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მსოფლიო ბანკთან საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს საქართველოს დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ალექსი გოცირიძე – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
კობა გვენეტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, რათა საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებას (ენერგომატარებლების ტრანზიტის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი).
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები