დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/28 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 24/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.000567 |
სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.111.000.567
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №7/28
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. ფოთი
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად; თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილებაში, კერძოდ: შევიდეს ცვლილებები დადგენილების დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები