დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/25 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 27/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 04/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020030.35.111.000074 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/08/2010 - 11/01/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.030.35.111.000.074
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5-25
2010 წლის 27 ივლისი
ქ. ფოთი
მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე ნაწილის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესი (თანახმად დანართი 1-ისა).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 25 თებერვლის №2/12 დადგენილება „მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიას (დ. ხომერიკი) და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიას (ა. თოფურია).
მუხლი2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი.საღინაძე
დანართი 1
მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესი
თავი I. ზოგადი დებულება
მუხლი 1
წესი განსაზღვრავს დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი2
მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხის განაწილება (შემდგომში – გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
1. განაწილების უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 4
გადანაწილება ასახულ უნდა იქნას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
მუხლი 5
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვას (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს (თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს განკარგულება) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 6
გადანაწილებაზე დაწესებული პროცენტი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 113-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7
განაწილების ან/და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვისას თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა აცნობოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს, არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
თავი II. მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები
მუხლი 8
განაწილების განხორციელება შეზღუდულია „პროცენტის“, „გრანტების“, „სოციალური უზრუნველყოფისა“ და „ვალდებულებების“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებისათვის.
მუხლი 9
საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის I თავის მე-6 მუხლით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.
მუხლი 10
II თავის მე-8 მუხლით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება წლიური ბიუჯეტით განსაზღვრულ შემდეგ ორგანიზაციულ კოდებზე და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილებაზე:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდი;
ბ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი.
თავი III. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა
მუხლი 11
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში შეიძლება განხორციელდეს საკრებულოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის (განკარგულების) საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გარეშე.
მუხლი 12
განსახორციელებელი ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დასამტკიცებლად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები