თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №6/20 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებული ადგილობირვი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №6/20 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებული ადგილობირვი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/22
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/06/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 06/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.004426
2/22
29/06/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 06/07/2010
010250020.35.111.004426
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №6/20 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებული ადგილობირვი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება № 2/22

2010 წლის 29 ივნისი

ქ. ფოთი

 თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №6/20 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახლმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილის 2010 წლის 7 მაისის №45 სამართლებრივი შენიშვნის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №6/20 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი ქონების გადასახადების შემოღების შესახებ“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 176-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად“.

3. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 1%-ის ოდენობით“.

 4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში:

ა) თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

 

კარგი

მწირი

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

33

17

ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

 განაკვეთი (ლარი/ჰა)

 

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

6

3

8

4

“.                                            

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ივანე საღინაძე