საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარგვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარგვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარგვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარგვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/21
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 29/06/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 06/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.004425
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2/21
29/06/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 06/07/2010
010250020.35.111.004425
საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარგვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარგვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2010 - 27/04/2021)

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება № 2/21

2010 წლის 29 ივნისი

ქ. ფოთი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 2093 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის ფორმას, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. აღნიშნულიდან გამომდინარე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმა, თანახმად დანართი 1-ისა.

2. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი), შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესი, თანახმად დანართი 2-ისა.

3. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, ადგილზე განიხილონ სამართალდარღვევის საქმეები, დამრღვევ პირს ადგილზე შეუფარდონ ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) და შეავსონ საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი). თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების იმ საჯარო მოსამსახურეების ნუსხას, რომლებიც ახორციელებენ ზემოხსენებულ უფლებამოსილებას, განსაზღვრავს თვიმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 290-ე მუხლის, 267-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 2822-2887 მუხლების შესაბამისად, გამოსცენ საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება. დადგენილება და საჯარიმო ქვითარი გადაუგზავნონ სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივარი განიხილოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის 1/29 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებისათვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“.

7. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

თვითმმართველი ქალაქ ფოთის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ივანე საღინაძე