დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07.05. №-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 17/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.103.000732 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.000.35.103.000.732
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2010 წლის 7 სექტემბერი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07.05. №-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07. 05. №-5 დადგენილების დანართის პირველ მუხლს დაემატოს „საშუალო წლიური ნარჩენი ღირებულება უნდა გაიზარდოს“:
ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე——————————————3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე——————2-ჯერ;
გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე———————————————1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს „ა“ პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. ხოლო ფიზიკური პირისთვის განისაზღვროს საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის საბაზრო ღირებულებით.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები