დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობის (სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა) განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 30/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 12/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.132.000221 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2010 - 11/04/2018)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.35.132.000.221
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 30 ივლისი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობის (სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა) განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს :
1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ქირის ოდენობა (სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა) დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ა.ა) ცენტრალურ ზონის I ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 1.5 ლარი;
ა.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 1.3 ლარი;
ა.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 1.1 ლარი;
ა.დ) შუალედური ზონის I ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 0.9 ლარი;
ა.ე) შუალედური ზონის II ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 0.75 ლარი;
ა.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 0.6 ლარი;
ა.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონაში – 1 კვ. მ-ზე – 0.5 ლარი.
ბ) შენობა-ნაგებობაზე:
ბ.ა) ცენტრალურ ზონაში – 1 კვ. მ-ზე – 25 ლარი;
ბ.ბ) შუალედურ ზონაში – 1 კვ. მ-ზე – 20 ლარი;
ბ.გ) პერიფერიულ ზონაში – 1 კვ. მ-ზე – 15 ლარი.
გ) მოძრავ ქონებაზე – ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5 %.
2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ტერიტორიის ზონები (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული ზონა) და მათი საზღვრები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ცალკე ნორმატიული აქტი.
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №7 დადგენილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები