დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარისო ტიპის საავტომობილო კოლონიების ფუნქციონირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 528 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 27/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2000 - 20/05/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №528
2000 წლის 19 დკემებერი
ქ. თბილისი
საჯარო ტიპის საავტომობილო კოლონების ფუნქციონირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომში განმტკიცების, სამხედრო ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა ოპერატიული დაკმაყოფილებისა და „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარისო ტიპის საავტომობილო კოლონების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელმა კომისიამ (ზ. ნოღიადელი) განიხილოს საჯარისო ტიპის საავტომობილო კოლონების საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის საკითხი, მათ მიერ კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროსთან (მ. ადეიშვილი) შეთანხმებით, დადგენილი წესით ჩამოწეროს აღნიშნული კოლონების ბალანსზე რიცხული, ექსპლუატაციისათვის უვარგისი ძირითადი საშუალებები, ხოლო მოძრავი შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამხედრო-სამობილიზაციო მოთხოვნებს, პრივატიზებულ იქნეს და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხები მთლიანად მოზმარდეს ახალი ავტომობილების შეძენას.
3. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარისო ტიპის საავტომობილო კოლონებს აღმოუჩინონ პრაქტიკული დახმარება დასაქმების საკითხში, რათა გარდაიქმნან ისინი მომგებიან საწარმოებად, განაახლონ საავტომობილო პარკი და შესაბამისად ამაღლდეს მათი სამობილიზაციო მზადყოფნის დონე.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მ. სააკაშვილი) ორ თვეში შეისწავლოს საჯარისო ტიპის პრივატიზებული საავტომობილო კოლონების განსახელმწიფოებრიობის კანონიერება და წარმოადგინოს სათანადო წინადადებები.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით ორ თვეში შეისწავლოს და წარუდგინოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საჯარისო ტიპის ახალი საავტომობილო კოლონების ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დაფუძნების (განლაგების) მიზანშეწონილობის საკითხი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები