დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 23/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.132.000129 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.132.000.129
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №13
2010 წლის 23 ივლისი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე გარე რეკლამის (სარეკლამო საშუალების) განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 მაისის №8-5 დადგენილება;
ბ) „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე იმ ადგილების განსაზღვრის შესახებ, სადაც დასაშვებია I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობა“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №15-2 დადგენილება;
გ) „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკეთისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის №163 განკარგულება;
დ) „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული სარეკლამო საშუალებების სარგებლობის დროებითი რეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 განკარგულება;
ე) „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის ზოგიერთი საჯარო მოსამსახურისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №6 განკარგულება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები