„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 23/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.132.000127
  • Word
11
23/07/2010
სსმ, 8, 09/08/2010
010250040.35.132.000127
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.132.000.127

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №11

2010 წლის 23 ივლისი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის №9 დადგენი­ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №113, 12.07.2010, გვ:2-10) დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. საკრებულოს სხდომის ოქმს ადგენს (აწარმოებს) ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების შემადგენლობიდან ბრძანებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

ბ) დებულების (რეგლამენტის) 72-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს საკრებულოს სხდომაზე მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით სხდომის შემდეგ დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს მეორე დღისა) ხელმოსაწერად ამზადებს საკრებულოს აპარატის იური­დიული განყოფილება. მომზადებულ პროექტებს, მათი მომზადებისთანავე საკრებულოს თავმჯდო­მარეს ხელმოსაწერად წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსი. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელ­მოწერილ აქტს იმავე დღესვე დადგენილი წესით აფორმებს (ასვამს სარეგისტრაციო ნომერს და სხვა აუცილებელ რეკვიზიტებს) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება.

2. ნორმატიული აქტი საკრებულოს მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით, საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მიერ ეგზავნება სამართლებრივი ექსპერტიზისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად და გამოსაქვეყნებლად, ამავე ვადაში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“.

გ) დებულების (რეგლამენტის) 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტები რეგისტრირდება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს აქტებისაგან დამოუკი­დებლად.“.

დ) დებულების (რეგლამენტის) 75-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. ბრძანების (გარდა საკადრო საკითხებზე გამოცემული ბრძანებისა) სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ.კირთაძე