თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 24/06/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ბათუმური ქრონიკები, 111, 29/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.002140
6
24/06/2010
ბათუმური ქრონიკები, 111, 29/06/2010
010250050.35.132.002140
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქისბათუმის საკრებულო

დადგენილება №6

2010 წლის 24 ივნისი

. ბათუმი

თვითმმართველი ქალაქისბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმ- მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის თანდართული დებულება.

2. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიას წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოამზადოს და საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეები მოქმედებენ არსებული დებულებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 27 ოქტომბრის №2-4 დადგენილება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე

თვითმმართველი ქალაქისბათუმის მერიის

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქ. ბათუმის მერია (შემდეგში – „მერია“) არის ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქ. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მიკუთვნებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე;

2. მერია შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

3. მერიის სრული დასახელებაა თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერია, შემოკლებული დასახელებაა – ქ. ბათუმის მერია;

4. მერია, როგორც ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანო შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. წინამდებარე დებულებით მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება გათვალისწინებული იქნას სხვა თანამდებობა, რომელიც არ შედის მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში;

5. მერიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას;

6. მერია არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

7. მერია არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტი;

8. მერიას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტიტულიანი ბლანკი თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოს გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით;

9. მერიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.batumi.ge. აღნიშნული ვებ-გვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს, მათ შორის წინამდებარე დებულების VI თავის მიზნებისათვის;

10. მერიის სამართალწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა;

11. მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25;

12. დაუშვებელია მერიის სისტემაში არსებობდეს სტრუქტურული ერთეული ან/და ტერიტორიული ორგანო, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დებულებით. შესაძლებელია წინამდებარე დებულებით მერიის ერთიან სისტემაში გათვალისწინებული იქნას ისეთი თანამდებობა, რომელიც არ შედის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში.

მუხლი 2. მერიის საქმიანობის პრინციპები

მერიის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთგაწონასწორებით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.

თავი II. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს თავმჯდომარე

მუხლი 3. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე (შემდეგში – საკრებულოს თავმჯდომარე);

2. საკრებულოს თავმჯდომარე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით.

თავი III. მერიის ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 4. მერიის უფლებამოსილებები მერია:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის

(დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს საკრებულოს მიერ დასამტკი-

ცებლად;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე, სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

ე) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერიის დებულების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ი) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით, ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სამართლებრივ აქტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის თაობაზე;

ლ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების განკარგვაზე და საკრებულოს მიერ განსახილველად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

მ) ადგენს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტს და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ნ) ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით კანონ- მდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს. იღებს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის და მეორეს მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე, ახდენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში განკარგვის ორგანიზებას;

ო) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების თუ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე მოლაპარაკებებს;

პ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საწყის საპრივატიზებო ფასსა და სარგებლობის ქირის ოდენობას, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე წინადადებებთან ერთად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე: ხელს აწერს შესაბამის ხელ- შეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელ- შეკრულებებს), ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს თვითმმართველ ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივ აქტს;

რ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე: ხელს აწერს ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველ ქ. ბათუმის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივ აქტს;

ს) ითანხმებს და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში წარდგენილ ვალდებულებათა დარეგისტრირების თაობაზე;

ტ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას;

უ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;

ფ) ითანხმებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტიგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს თვითმმარველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძვნებული (შექმნილი) კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძვნებლის) უფლებამოსილებას, თუ კანონ- მდებლობის თანახმად მათი განხორციელება არ მიეკუთვნება საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ქ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონ- სტრუქციას და აღდგენას, ახორციელებს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს;

ღ) თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ან/და თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სახელით მიღებული აქტის ან/და ქმედების სადაობისას (საქმის სარჩელით, განცხადებით, საჩივრით, კერძო საჩივრით და სხვა წესით წარმოებისას) დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე წარმოადგენს თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოს და მერიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთო სასამარ- თლოების ყველა ინსტანციაში, პროკურატურის და გამოძიების ორგანოებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთ დროს მხარეს წარმოადგენს ქ. ბათუმის მერია;

ყ) ქმნის ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოსამსახურეთა პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტს;

შ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისი- ისა და ქ. ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ჩ) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. ბათუმის მერიის შინაგანაწესს,

საშტატო ნუსხას და ქ. ბათუმის მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

ც) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ქონების პრივა- ტიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტს;

ძ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სხვა იმ კომისიის შექმნის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს, რომლის მეშვეობითაც კანონმდებლობის თანახმად უნდა განხორციელდეს თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებული უფლებამოსილება;

წ) მისთვის მიკუთვნებული საკითხების ორგანიზებულად განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით ქმნის კომისიებს, საკონსულტაციო ჯგუფებს და სხვა;

ჭ) იხილავს ქ. ბათუმის მერიის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის ან გაუქმების (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს, თუ წინამდებარე დებულების შესაბამისად მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის „ჰ2“ პუნქტით გათვალისწინებული წესები;

ხ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით;

ჯ) ფიზიკურ, კერძო სამართლის ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ორგანიზაცია- დაწესებულებებს აძლევს თანხმობებს ისეთ საკითხებზე, რაც არ გულისხმობს თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღებას;

ჰ) ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის გასვლის ფაქტს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ ქ. ბათუმის მერიას, ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს ან ტერიტორიულ ორგანოებს ან/და ქ. ბათუმის მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს;

1) იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა იმ საკითხზე, რომელიც გამომდინარეობს ქ. ბათუმის მერიის (მათ შორის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების), როგორც დაწესებულების (ადმინისტრაციული ორგანოს) საქმიანობიდან და დაკავშირებული არ არის თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ მიზნით ქმნის შესაბამის კომისიებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

2) იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ინდივიდუალური ან/და ნორმატიული სამართლებრივი აქტით მიენიჭა უშუალოდ ქ. ბათუმის მერიას (მათ შორის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, ტერიტორიულ ორგანოებს და სხვა საჯარო მოხელეებს). ამ მიზნით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციე- ლებს მიღებული გადაწყვეტილების კონტროლს და სხვა უფლებამოსილებებს. ასევე, იღებს გადა- წყვეტილებებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამ(ებ)ით განსახორციელებელ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ გულისხმობს სახელმწიფო შესყიდვის გან- ხორციელებას, ამ მიზნით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციელებს მიღებული გადაწყვეტილების კონტროლს და სხვა უფლებამოსილებებს;

ჰ3) იხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს კანონმდებლობით თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე, ხოლო ასეთ საკითხზე ბრძანების მიღების საჭიროებისას, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი ბრძანების პროექტს;

ჰ4) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი IV. მერიის ხელმძღვანელობა

მუხლი 5. მერის უფლებამოსილებები

1. მერიას ხელმძღვანელობს ქ. ბათუმის მერი (შემდგომში – მერი).

2. მერის თანამდებობაზე დანიშვნა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

3. მერი:

ა) ახორციელებს წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს;

ბ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, მერიის სხვა თანამშრომლებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მერის თათბირებს;

ზ) ხელწერით ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის მერიიდან გასვლის ფაქტს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ ქ. ბათუმის მერიას, ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებს ან ტერიტორიულ ორგანოებს ან/და ქ. ბათუმის მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს, ახორციელებს მერიის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

თ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული სხვა საკითხების აღსრულებას;

ი) კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

კ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

4. წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს მერი ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილების დელეგირებით. მერის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული, ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებით ან/და აღნიშნულზე ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემით. მერის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული, ქ. ბათუმის მერიისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს ან/და ცალკეული საჯარო მოხელისადმი დელეგირება არ კრძალავს ამავე უფლებამოსილების უშუალოდ ქ. ბათუმის მერის მიერ განხორციელებას;

5. მერი პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მერიის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე;

6. მერის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე,

სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. მერის მოადგილე(ები)

1. მერს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილება განისაზღვრება უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტ(ებ)ით;

3. მერის მოადგილ(ეებ)ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

4. მერის მოადგილ(ეებ)ის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

5. მერის მოადგილ(ეებ)ი ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე.

თავი V. მერიის სისტემა

მუხლი 7. მერიის სისტემა

მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან. მერიის ერთიან სისტემაში შედის ასევე ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა, რომელიც არ შედის მერიის არცერთი სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს შემადგენლობაში.

მუხლი 8. მერიის სტრუქტურული ერთეულები

1. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაცია;

ბ) ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

გ) ქ. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახური;

დ) ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახური;

ე) ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური;

ვ) ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;

ზ) ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური;

ი) ქ. ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახური;

კ) ქ. ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და მერის დავალებებს;

3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორ- ციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოზე დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. ბათუმის მერი, ასევე, საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით და მერის სამართლებრივი აქტებით;

5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-

მოვალეობებს;

დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შესახებ;

6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი;

7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

8. სტრუქტურული ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს,

ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,

დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ხელწერით ადასტურებს სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუმენტისა და სხვა მასალის გასვლას;

თ) ასრულებს მერის, ასევე მერის მოადგილ(ეებ)ის გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე, მათ ცალკეულ დავალებებს;

10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

11. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ერთისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით;

12. სტრუქტურული ერთეულის შიგნით შეიძლება არსებობდეს ცალკე ქვედანაყოფი (სამსახური,

განყოფილება, სექტორი და ა.შ.);

13. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით.

მუხლი 9. მერიის ტერიტორიული ორგანოები

1. ქ. ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების (უბნების) მიხედვით;

2. მერიის ტერიტორიული ორგანო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოზე დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. ბათუმის მერი, ასევე, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით ან/და მერის სამართლებრივი აქტებით. დაუშვებელია მერიის ტერიტორიული ორგანოს მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, თუ იგი გათვალისწინებული არ არის საკრებულოს ან/და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით ან მერის სამართლებრივი აქტებით ანდა მერის დავალებით;

3. ტერიტორიული ორგანო თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორცილებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მერისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით;

4. ტერიტორიული ორგანოს დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) ტერიტორიული ორგანოს დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;

ბ) ტერიტორიული ორგანოს ამოცანებს;

გ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-

მოვალეობებს;

დ) ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურას;

ე) სხვა არსებით საკითხებს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შესახებ.

5. ტერიტორიული ორგანოს სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

6. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს მერიის რწმუნებული;

7. მერიის რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

8. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს მერიის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში (უბანში), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

9. რწმუნებული:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირს;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმ-

მართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;

10. რწმუნებული ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

11. მერის რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 10. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი

1. ქ. ბათუმის მერიის ერთიან სისტემაში მოქმედებს ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა;

2. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის უფლება-მოვალეობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ქ. ბათუმის მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

თავი VI. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის – აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტები

მუხლი 11. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს თავმჯდომარე თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტებისაგან დამოუკიდებლად რეგისტრირდება ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ;

3. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების) სარეგისტრაციო კოდი შედგება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან;

4. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტებისათვის (ბრძანებისათვის) უცვლელ ინდექსად დადგინდეს რიცხვი 02 (ორი);

5. ბრძანებას სარეგისტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად

01-დან n-მდე, ხოლო ბრძანებისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი არის განუმეორებელი;

6. ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი;

7. ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე;

8. ბრძანებისათვის სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისას, უწყვეტად ჯერ იწერება უცვლელი ინდექსი, შემდეგ იწერება წილადი (/) და ბოლოს იწერება სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ბრძანების თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამოცალკევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი.

მუხლი 12. მერის სამართლებრივი აქტი

1. მერის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული მერის ბრძანება (შემდეგში – „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინის- ტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

2. იმ აქტებს, რომლებიც გამოიცემა ქ. ბათუმის მერის ბრძანების სახით, სარეგისტრაციო კოდი ენიჭება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) ქ. ბათუმის მერის ბრძანების (გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებებისა)

სარეგისტრაციო კოდი შედგება სარეგისტრაციო ნომრისა და თარიღისაგან;

ბ) ქ. ბათუმის მერის ბრძანებას სარეგისტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად 01-დან ნ-მდე, ხოლო დოკუმენტაციისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი არის განუმეორებელი;

გ) ქ. ბათუმის მერის ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

დ) ქ. ბათუმის მერის ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე;

3. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების სარეგისტრაციო კოდი შედგება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან:

ა) ბრძანების ინდექსი აღინიშნება ანბანურად, ასო „პ“-თი (პირადი);

ბ) ბრძანებას სარეგისტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად

01-დან n-მდე, ხოლო ბრძანებისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი არის განუმეორებელი;

გ) ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი;

დ) ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე.

მუხლი 13. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის – აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და საჯაროობა

1. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის – აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, გაუქმება და შეჩერება ხდება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის აქტი შეიძლება შეიცვალოს ან არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნას აღიარებული მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ;

ბ) მერის აქტი შეიძლება შეიცვალოს ან არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნას აღიარებული მხოლოდ მერის მიერ;

გ) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს (გარდა მისი არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობისა) საკრებულოს, ასევე სასამართლოს მიერ;

დ) სახელმწიფო ორგანოს მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსადმი გადაცემული ცალკეული უფლებამოსილების აღსასრულებლად გამოცემული აქტი შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს (გარდა მისი არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობისა) ამ სახელმწიფო ორგანოს მიერ, გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი;

2. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის – აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის სამართლებრივი აქტების საჯაროობის უზრუნველსაყოფად:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის შესახებ ეცნობებათ იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ და პირდაპირ ეხებათ ეს აქტი;

ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ხდება საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის გამოქვეყნება;

გ) დაინტერესებულ პირებს საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის შესახებ ეცნობებათ აქტის გამოქვეყნებით (გარდა იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ და პირდაპირ ეხებათ ეს აქტი);

დ) საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტი გამოქვეყნებულად ითვლება აქტის საჯაროდ გამოცხადებით ან ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებით;

ე) აქტის საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსებას (მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებას). აუცილებლობის შემთხვევაში აქტი საჯაროდ გამოცხადდება ასევე სხვა საჯარო ადგილას;

ვ) აქტი ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებულად ითვლება, თუ იგი გამოქვეყნდა იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ქ. ბათუმის მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც;

ზ) საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტი ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში იმავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით;

თ) თუ კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას და გამოქვეყნების წესს, აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს მისი მიმღების ინიციატივით, რომლის შესახებაც აღინიშნება თავად აქტში და განისაზღვრება აქტის საჯაროდ გამოცხადების ადგილისა და წესის შესახებ, ხოლო აქტის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მიეთითება ბეჭდვით ორგანოში გამოცხადების სავალდებულობის შესახებ;

ი) აქტის საჯაროდ გამოცხადებაზე და ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას განისაზღვრება მერიის საჯარო მოხელე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აქტის საჯაროდ გამოცხადება და/ან ბეჭდვით ორგანოში გამოცხადება;

3. საკრებულოს თავმჯდომარის და მერის აქტის პროექტს ამზადებს მერიის სტრუქტურული ერთეული;

4. აქტის პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს ყველა იმ სტრუქტურულ ერთეულთან, რომელთა გამგებლობის სფეროს შეიძლება შეეხოს ან ეხება აქტი.

თავი VII. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის და ქ. ბათუმის მერის ბრძანებების და წერილების ბლანკის, ასევე ქ. ბათუმის მერიის წერილების ბლანკის აღწერილობა

მუხლი 14. თვითმმართველი ქალაქის   ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა და წერილის ბლანკის აღწერილობა

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა და წერილის ბლანკის აღწერილობა:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ბრძანება სრულდება ერთი სახის ფორმატის შემდეგ ბლანკზე – ბლანკის ფორმა წარმოადგენს A4 ზომის ფორმატის ფურცელს. ბლანკის ზედა მხარეს ცენტრში, მარჯვენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს) განთავსებულია ჯერ საქართველოს მცირე გერბი (ფერადი), ხოლო მის გვერდით მარცხენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბი (ფერადი). საქართველოს მცირე გერბი ზომით აღემატება თვითმმართველი ქალაქის

- ბათუმის გერბს. საქართველოს მცირე გერბისა და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბის ქვემოთ შუა ნაწილში განთავსებულია წარწერა: „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო _ საკრებულოს თავმჯდომარე“, ბლანკის ზედა მარცხენა მხარეს წარწერა: „ქ. ბათუმი“, ხოლო მარჯვენა მხარეს მითითებულია თარიღის დასმის ადგილი. ბლანკის შუა ზედა ნაწილში წარწერა „ბრძანება №“;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში გაგზავნილი (ხელმოწერილი), ქართულ ენაზე შედგენილი წერილებისათვის გამოიყენება სატიტულო ფორმის შემდეგი სახის ბლანკი, რომელიც წარმოადგენს A4 ზომის ფორმატის თეთრ ფურცელს. ბლანკის ზედა მხარეს ცენტრში მარჯვენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს) განთავსებულია ჯერ საქართველოს მცირე გერბი (ფერადი), ხოლო მის გვერდით მარცხენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბი (ფერადი). საქართველოს მცირე გერბი ზომით აღემატება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბს. საქართველოს მცირე გერბისა და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბის ქვემოთ შუა ნაწილში განთავსებულია წარწერა: „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს თავმჯდომარე“. ბლანკის ზედა მარცხენა მხარეს გამოყოფილია შესაბამისი ნომრის დასმის ადგილი, ხოლო მარჯვენა მხარეს მითითებულია თარიღის დასმის ადგილი. ბლანკის ქვედა მხარეს შუაში ქართულ ენაზე მითითებულია მისამართი, ფოსტის ინდექსი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული მისამართი;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში გაგზავნილი (ხელმოწერილი), უცხო ენაზე შედგენილი წერილებისათვის გამოიყენება სატიტულო ფორმის შემდეგი სახის ბლანკი, რომელიც წარმოადგენს A4 ზომის ფორმატის თეთრ ფურცელს. ბლანკის ზედა მხარეს ცენტრში მარჯვენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს) განთავსე- ბულია ჯერ საქართველოს მცირე გერბი (ფერადი), ხოლო მის გვერდით მარცხენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბი (ფერადი). საქართველოს მცირე გერბი ზომით აღემატება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბს. საქართველოს მცირე გერბისა და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის გერბის ქვემოთ შუა ნაწილში განთავსებულია წარწერა: „Chairman of the city council – the executive organ selfgoverning city of Batumi“. ბლანკის ზედა მარცხენა მხარეს გამოყოფილია შესაბამისი ნომრის დასმის ადგილი, ხოლო მარჯვენა მხარეს მითითებულია თარიღის დასმის ადგილი. ბლანკის ქვედა მხარეს შუაში უცხო ენაზე მითითებულია მისამართი, ფოსტის ინდექსი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული მისამართი.

მუხლი 15. მერიის სისტემაში შემავალი საჯარო მოხელეების მიერ გამოსაყენებელი სამართლებრივი აქტის და ბლანკის აღწერილობისა და ფორმის დამტკიცების წესი

ქ. ბათუმის მერის ბრძანებების და წერილების ბლანკის, ქ. ბათუმის მერის მოადგილის და ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა საჯარო მოხელეების სამართლებრივი აქტების (ბრძანება, დადგენილება) და წერილების ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს ქ. ბათუმის მერი.

თავი VII. მერიის თანამდებობების პირები

მუხლი 16. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები

1. მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები:

ა) მერი;

ბ) მერის მოადგილე;

გ) მერიის ადმინისტრაცის უფროსი, მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე;

ე) ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორი;

ვ) მერიის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი (მხოლოდ მერიის ადმინისტრაციაში);

ზ) მერიის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი განყოფილების უფროსი;

თ) მერის მრჩეველი;

ი) მერის და მერის მოადგილის თანაშემწე;

კ) მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული;

ლ) მთავარი სპეციალისტი;

მ) წამყვანი სპეციალისტი;

ნ) უფროსი სპეციალისტი;

ო) სპეციალისტი.

2. შესაძლებელია შესაბამისი სამართლებრივი აქტით მოხდეს მერიის ერთიან სისტემაში შემავალი თანამდებობების კატეგორიებად დაყოფა.

თავი VIII. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან

მუხლი 17. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან

მერია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ურთიერთობს სხვა ორგანოებთან.

მუხლი 18. სხვა დებულებები

თავი IX. სხვა დებულებები

1. წინამდებარე დებულების ძალაში შესვლა არ იწვევს ქ. ბათუმის მერიის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს სახელით ადრე გამოცემული აქტების გაუქმებას (ბათილად გამოცხადება, ძალადაკარგულად ან/და არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა) და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას;

2. ქ. ბათუმის მერიის, როგორც თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თუ წინამდებარე დებულების შესაბამისად მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თვითმმართველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას;

3. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.