დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მ. სააკაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 521 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 19/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №521
2000 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. სააკაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილს, რათა ხელი მოაწეროს შემდეგ საერთაშორისო დოკუმენტებს:
1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია.
2. ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთისა და ამ დანაშაულისათვის სასჯელის შესახებ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმი.
3. სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით მიგრანტების არაკანონიერი გადაადგილების წინააღმდეგ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები