ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 17/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.000720
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
06/09/2010
სსმ, 26, 17/09/2010
010260020.35.147.000720
ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2010 - 06/10/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.147.000.720

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №43 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ე.ბერუაშვილი

დანართი №1

ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური

1. ერედვის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას;

ბ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახნძრო-ტაქტიკურ სწავლებაში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზებას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახნძრო უსაფრთხოების სფეროში;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს;

ვ) საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.