დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,აბრეშუმის კოშკისათვის" მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 23/11/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.050.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №487
2000 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „აბრეშუმის კოშკისათვის“ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ
თბილისში, რუსთაველის მოედანზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგად ქალაქი მიიღებს თანამედროვე არქიტექტორულ კომპლექსსა და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს:
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის წესით, დადგენილი ნორმატიული ფასის გადახდით, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბრეშუმის კოშკს“ რუსთაველის მოედნის ქალაქგეგმარებით კონკურსში გამარჯვებული პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო 4000 კვ. მ მიწის ნაკვეთი.
2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი), თბილისის მერიამ (ი.ზოდელავა) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აღმოუჩინონ დახმარება შპს „აბრეშუმის კოშკს“ პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოთა შესრულებაში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები