დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 549 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.110.010.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №549
2000 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ
ქვეყნის ბიუჯეტში შექმნილი საფინანსო სირთულეების გამო შეუძლებელი გახდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადრე დათქმულ ვადებში მოწყობა.
აღნიშნულის გამო:
1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მოეწყოს 2002 წლის 16 იანვრის ღამის 12 საათის მდგომარეობით მოსახლეობის გამოკითხვის გზით 2002 წლის 17 იანვრიდან 24 იანვრამდე (ჩათვლით) სპეციალურად მომზადებულ აღმწერთა მიერ.
2. ნება დაერთოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს იმ რაიონებში, სადაც მიმოსვლა ამ ბრძანებულებით დაწესებულ პერიოდში გაძნელდება, მოსახლეობის აღწერა მოაწყოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ვადის დადგომამდე. აღნიშნულ რაიონებში აღწერის მოწყობის ხანგრძლივობასა და წესს, აგრეთვე მის მომზადება-მოწყობაში მოზიდულ პირთა ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლების ვადებს განსაზღვრავს თითოეული რაიონისათვის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) საქართველოს 2001 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი სახსრები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების გასატარებლად. დააყენოს საკითხი მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების წინაშე აღწერის მოწყობისათვის დახმარების მისაღებად.
4. მოსახლეობის აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიამ ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსახლეობის აღწერის მომზადებისა და მოწყობის საქმეში შესაბამისი კალენდარული გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები