დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 167, 22/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.023.016033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2010 - 22/03/2019)
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №72
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის პირველი პუნქტის , საფუძველზე , ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს თანდართული „ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი “ .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 31 მაისი №10/35 ბრძანება „ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის ტყის დაცვის მუშაკთა სამსახურებრივი საშტატო იარაღის შენახვის , ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე “.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
გ. ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ( შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სამსახურეობრივ - საშტატო იარაღის ( შემდეგში – იარაღი ) და საბრძოლო მასალის შენახვის მოთხოვნებს .
2. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების ბალანსზე რიცხული სამსახურებრივ - საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვას და გაცემას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინვიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ( შემდგომში – შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ).
3. სამინისტროს , სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიებისა და სატყეო სააგენტოების ხელმძღვანელთან შეთანხმებით , შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი ორგანიზებას უწევს იარაღების შეკეთებას , უვარგისი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერას , მასვე ევალება სასწავლო - საწვრთნელი მეცადინეობების ჩატარების ორგანიზება .
4. ამ წესში გამოყენებული ტერმინები დადგენილია „ იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონით .
5. ამ წესში ტერმინს – „ მოსამსახურე”, აქვს „ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე -11 მუხლში განსაზღვრული თანამდებობის პირების მნიშვნელობა .
მუხლი 2. იარაღის და საბრძოლო მასალის მიღება და გადაცემა
1. სამინისტროს სისტემაში შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირი სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე , დადგენილი წესით ახორციელებს იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას ( გადაცემას ) და პასუხს აგებს მის მოვლა - შენახვაზე ( გარდა იმ იარაღისა , რომელიც დადგენილი წესით გადაცემულია სარგებლობაში მოსამსახურეზე ).
2. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოებში სამსახურებრივ - საშტატო იარაღის მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
ა ) მოსამსახურეს უნდა ეკავოს „ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ - საშტატო იარაღი ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე -11 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა ;
ბ ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს დისციპლინური წარმოება ;
გ ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ;
დ ) მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება .
3. მოსამსახურეს , სამინისტროს სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში , სამსახურებრივ - საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ .
4. იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მის დაცვასა და მოვლაზე , იგი ასევე ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები იარაღის ბრუნვის თაობაზე .
5. აკრძალულია იარაღის ტარება იარაღის სამაგრი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე .
6. აკრძალულია იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირზე ან / და მისი ღიად დემონსტრირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
7. მოსამსახურე , მის პირად საკუთრებაში არსებულ „ სამსახურებრივ - საშტატო იარაღის სტატუსის “ მქონე იარაღის ტარებისას ვალდებულია სამსახურებრივი პირადობის მოწმობასთან ერთად თან იქონიოს მასზე გაცემული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა .
8. მოსამსახურის პირად საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ - საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .
9. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების საკადრო ფუნქციების მქონე შესაბამისი სამსახურები ( ან შესაბამისი თანამდებობის პირი ), ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების ან სატყეო სააგენტოების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს ამ წესში მოხსენიებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების , ან უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ , რომელიც , თავის მხრივ , ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყო ვ ნებლივ აცნობოს ხელმძღვანელობას .
10. სამინისტროს სისტემაში მიღებული სამსახურებრივ - საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის დათვალიერება წარმოებს შეიარაღებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი პირის თანდასწრებით .
11. მიღებული იარაღი და საბრძოლო მასალა , შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ უნდა იქნ ე ს „ შეიარაღების , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის წიგნში “ (ფორმა №1).
12. იმ შემთხვევაში , თუ იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებისას გამოვლინდება მათი დანაკლისი ან ხარისხის შეუსაბამობა დოკუმენტებში წარმოებულ ჩანაწერებთან , პასუხისმგებელი პირი / პირები ადგენენ „ ვიზუალური დათვალიერების აქტს “ ( ფორმა №4). მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის წერილობითი ინფორმირება შესაბამისი ზომების მისაღებად .
13. იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების აღრიცხვა ხდება შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოებულ „ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემის და მიღების წიგნში “ ( ფორმა № 2).
14. სამსახურებრივ - საშტატო იარაღიდან სასწავლო სროლების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი .
15. სასროლეთზე საბრძოლო მასალის გახარჯვის აღრიცხვის მიზნით შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებს „ საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისს “ ( ფორმა № 3).
16. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან , საბრძოლო მასალის გახარჯვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე , არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა , წერილობით ( მოხსენებითი ბარათით ) აცნობონ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელ პირს საბრძოლო მასალის გახარჯვის თაობაზე . მოხსენებით ბარათში აღნიშნულ უნდა იქნ ე ს როდის , სად , ვის მიერ , რა მიზნებისათვის , რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული . გახარჯული საბრძოლო მასალა ჩამოიწერება აღრიცხვიდან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღ ვ ანელის თანხმობის შემთხვევაში .
17. მოსამსახურეთა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში , მათზე რიცხული სამსახურებრივ - საშტატო იარაღი წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბარდება შესაბამის შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს .
18. სამინისტროს სისტემის მოსამსახურისათვის განკუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა მოსამსახურის თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე . მოსამსახურის შვებულებაში ყოფნისას , მოსამსახურის სამსახურიდან წასვლისას , სხვა სამსახურში გადაყვანისას ან სამსახურიდან დათხოვნისას , იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყო ვ ნებლივ უნდა ჩაბარდეს იმ დაწესებულების შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირს , საიდანაც ის არის მიღებული .
მუხლი 3. იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვა
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა უნდა ასახავდეს სამინისტროს სისტემაში შეიარაღებით და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფის ფაქტობრივ მდგომარეობას და იძლეოდეს მის მოვლა - შენახვაზე კონტროლის განხორციელების საშუალებას . აღრიცხვას ექვემდებარება სისტემაში არსებული მთელი შეიარაღება და საბრძოლო მასალა – სრულად .
2. იარაღის და საბრძოლო მასალის სააღრიცხვო დოკუმენტებია : წიგნები , უწყისები , აქტები და სხვა დოკუმენტები , რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის , საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები , ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალში – ფორმა №5.
3. სააღრიცხვო დოკუმენტები უნდა შეივსოს გარკვევით , წაშლისა და ამოფხეკის გარეშე . დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება არასწორად ჩანაწერი ციფრის ან ტექსტის ხაზით გადაშლით ისე , რომ ძველი ჩანაწერი იკითხებოდეს და მასზე ზემოდან სწორი ციფრის ან ტექსტის დაწერით . შესწორების დამტკიცება ხდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით . სააღრიცხვო დოკუმენტებში ჩანაწერების გასწორებისას ერთდროულად წარმოებს შემდგომი შედეგების გასწორებაც .
4. სააღრიცხვო დოკუმენტის ბლანკის შევსებისას , ჩანაწერისაგან თავისუფლად დარჩენილი ადგილი მოიხაზება ზიგზაგოვანი ხაზით , რათა ბოლო ჩანაწერსა და ხელმოწერას შორის შეუძლებელი იყოს რაიმე ჩანაწერის ჩამატება .
5. წიგნი იწარმოება ბოლომდე . ყოველი ახალი წიგნის შემოღება ხდება ინვენტარიზაციის მონაცემების გათვალისწინებით ან მათში შემოწმებული ნაშთის გადატანის გზით ძველი წიგნებიდან .
6. „შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის წიგნი “ ფორმა № 1 განკუთვნილია მთლიანი სამსახურებრივ - საშტატო შეიარაღების და საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და მოძრაობის ჩანაწერებისათვის .
7. პირად შემადგენლობაზე „ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გაცემისა და მიღების წიგნი “ ფორმა № 2 წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს .
8. პრაქტიკული მეცადინეობის მიზნით სროლებისათვის და უშუალოდ სასროლეთზე ( ტირში ) გაცემული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს „ საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის უწყისში “ ( ფორმა № 3).
მუხლი 4. შეიარაღების დაცვის კონტროლი , აღრიცხვის წესი , იარაღის და საბრძოლო მასალის დანაკლისის , მწყობრიდან გამოყვანის საქმეების განხილვა
1. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების სისტემაში იარაღის და საბრძოლო მასალის ბრუნვის წესების დარღვევების შესახებ შესაბამის აქტებს და მიმართვებს ( მოხსენებითი ბარათები ) განიხილავს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი .
2. შეიარაღების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იარაღის ნომრების მიხედვით შედარებას იდენტიფიკაციას და მუდმივად ტარების უფლების მქონე მოსამსახურეებზე იარაღის სახეზე არსებობის მდგომარეობას .
3. ჩატარებული შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს „ ვიზუალური დათვალიერების აქტი “ ( ფორმა №4).
4. იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობში შენახვის წესის შესრულების და აღრიცხვის სისწორის მდგომარეობა მოწმდება ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ ( შერჩევითი მოულოდნელი შემოწმების სახით ).
5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე რიცხული იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში მოსამსახურემ , რომელსაც გადაცემული აქვს სამსახურებრივ საშტატო იარაღი დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს ქვედანაყოფს , ხელმძღვანელობას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს .
6. სამინისტროში , სამინისტროს სისტემაში თანამდებობის პირებზე რიცხული იარაღის ან / და საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტების აღმოჩენისას , შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაუყოვნებლივ ტარდება შესაბამისი თემატური შიდა აუდიტი .
7. დაკარგული იარაღი და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და დაწესებულებისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად .
8. მოსამსახურეთა ბრალეული ქმედებით , ან დისციპლინური გადაცდომის შედეგად უვარგისად ქცეული იარაღი და საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით , ხოლო დაწესებულებისთვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ამ მოსამსახურის მიერ ანაზღაურებას , მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად .
9. ექსპლუატაციის და ცვეთის შედეგად გამოუსადეგარ ( ზღვრულ ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩამოწერა და გადაცემა ხდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „ გამოუსადეგარ ( ზღვრულ ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის , სამხედრო - ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების “ შესაბამისად .
10. სამინისტროს , სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაცული ტერიტორიების და სატყეო სააგენტოების ხელმძღვანელები , რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართ დაიწყება დისციპლინური წარმოება ან შიდა აუდიტის პროცესში სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარდგინების საფუძველზე დროებით შეუჩერდებათ სამსახურებრივი ურთიერთობა , ვალდებული არიან შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე განპიროვნებული სამსახურებრივ - საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა და დადგენილი წესით შენახვა .
მუხლი 5. იარაღის ( და საბრძოლო მასალის ) შენახვა და ტარება
1. იარაღი ( გარდა სამსახურებრივ - საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული , უკვე გადაცემული იარაღისა , რომელიც არ ინახება დაწესებულებაში ) და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ საცავში ( მშრალ , ნათელ ოთახში ) არსებულ ლითონის კარადაში , რათა გამოირიცხოს მათთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა .
2. იარაღი საწყობში ინახება განმუხტულ მდგომარეობაში , ცალკეული სახეებისა და კატეგორიების მიხედვით . შესაკეთებელი იარაღი ინახება გამართული იარაღისგან განცალკევებით , ინახება რკინის კარადებში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით . კარადები უნდა იყოს ჩაკეტილი და გასაღებები უნდა ინახებოდეს შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირთან .
3. აკრძალულია განათების მიზნით ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით ( ნავთის ფარნის , სანთლის , თხევადი საწვავით ) მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება . იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა , საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა .
4. სამსახურებრივ - საშტატო სტატუსით უფლებამოსილ პირზე განპიროვნებული იარაღი და საბრძოლო მასალა მათ უნდა შეინახონ ისეთ მდგომარეობასა და პირობებში , რომელშიც უზრუნველყოფილ ი იქნება მათი დაცვა , უსაფრთხოება და გამოირიცხება გაუთვალისწინებელი ( უნებლიე ) გასროლა , ან / და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა .
ფორმა № 1
„ შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის “
წ ი გ ნ ი
დაიწყო „ -------“ „ ----------------------------------“ 200 წ.
დამთავრდა „ --------“ „ ---------------------------“ 200 წ.
ნაწილი I. იარაღის აღრიცხვა
|
№ |
შემოსვლის თარიღი |
საბუთის № და საიდან შემოვიდა |
იარაღის დასახელება |
იარაღის ნომერი და სერია |
გამოშვების წელი (მისი არსებობისას) |
კატეგორია |
როდის და სად წავიდა |
შენიშვნა |
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი II. საბრძოლო მასალის აღრიცხვა
|
№ |
შემოსვლის თარიღი |
საბუთის № და საიდან შემოვიდა |
დასახელება |
კალიბრი |
როდის და სად წავიდა |
შენიშვნა |
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
|
ფორმა № 2
„ შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების “
წ ი გ ნ ი
დაიწყო „ -------“ „ ----------------------------------“ 200 წ.
დამთავრდა „ --------“ „ ---------------------------“ 200 წ.
ნაწილი I. შეიარაღების გაცემა და მიღება
|
რიგითი ნომერი |
გაცემის თარიღი |
ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) |
თანამდებობა |
სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნომერი |
იარაღის ტარების მოწმობის ნომერი |
გაცემულია |
მიღებულია (უკან დაბრუნება) |
||||||||
|
იარაღის დასახელება |
იარაღის სერია (არსებობისას) და ნომერი |
მჭიდების/ვაზნების რაოდენობა |
გავეცი ხელმოწერა |
ჩავიბარე ხელმოწერა |
მიღების თარიღი |
იარაღის სერია (არსებობისას) და ნოერი |
მჭიდების/ვაზნების რაოდენობა |
ჩამბარებლის ხელმოწერა |
მიმღების ხელმოწერა |
||||||
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
განყოფილება „ ა” პისტოლეტების.
განყოფილება „ ბ” შაშხანების, სასწავლო შეიარაღების და ა.შ.
ნაწილი II. საბრძოლო მასალის გაცემა და მიღება
|
რიგითი ნომერი |
გაცემის თარიღი |
ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) |
თანამდებობა |
სამსახურეობრივი პირადობის მოწმობის ნომერი |
იარაღის ტარების მოწმობის ნომერი |
გაცემულია |
მიღებულია (უკან დაბრუნება) |
შენიშვნა |
|||||||
|
საბრძოლო მასალის დასახელება |
საბრძოლო მასალის რაოდენობა |
გავეცი ხელმოწერა |
ჩავიბარე ხელმოწერა |
მიღების თარიღი |
საბრძოლო მასალის დასახელება |
საბრძოლო მასალის რაოდენობა |
ჩამბარებლის ხელმოწერა |
მიმღების ხელმოწერა |
|||||||
|
1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ფორმა № 3
საბრძოლო მასალის სასწავლო პრაქტიკაზე გახარჯვის
უ წ ყ ი ს ი
„ -------- “ „ -------------------------------- “ 201 წ.
|
რიგითი ნომერი |
გაცემის თარიღი |
ვისზე გაიცა (სახელი, გვარი) |
გაცემული საბრძოლო მასალის დასახელება |
რაოდენობა |
ხელმოწერა მიღებაზე |
ფაქტობრივად გახარჯული |
ჩაბარება |
არ ჩაბარებულა |
ხელმოწერა მიღებაზე |
||
|
გაუხარჯავი |
გამტყუნებული |
სულ |
|||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა)
ფორმა №4
ვიზულური დათვალიერების ა ქ ტ ი
„ იარაღის და საბრძოლო მასალის დათავლიერების შესახებ “
„ ------ “ „ ------------------- “ 201 წ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ორგანოს დასახელება, თანამდებობა, სახელი, გვარი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევადგინე აღნიშნული აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(იარაღის, საბრძოლო მასალის დასახელება, სერია (არსებობის შემთხვევაში), ნომერი)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელიც მიმაგრებულია -------------------------------------------------------------------------------
(მოსამსახურის სახელი, გვარი)
----------------------------------------------------------------------------------- იარაღის მდგომარეობა
---------------------------------------------------------------------- რაზეც -------- ---------- --------------
(თვალსაჩინო დეფექტები )
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმარტება)
ჩემ მიერ ---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტი შევადგინე: ------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------- ერთად.
ხელმოწერები: ––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––
ფორმა № 5
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაწესებულების დასახელება)
„ შემოსავალი, გასავალი და სააღრიცხვო დოკუმენტების სარეგისტრაციო “
ჟურნალი
დაიწყო „ ––– “ –––––––––––– 200 წ.
დამთავრდა „ –––– “ –––––––––– 200 წ.
|
დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი |
ჩანაწერების თარიღი |
დოკუმენტის დასახელება, მისი № |
ფურცლების რაოდენობა
|
ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე |
ხელმოწერა დოკუმენტის ჩაბარებაზე |
დოკუმენტის შენახვის ადგილი |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
|
|
|
|
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები