დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,ეკრანის" საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა და (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/10/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 13/10/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №443
2000 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზების შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თამბაქოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და საბიუჯეტო გადასახადების გაზრდის მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასით კომერციული კონკურსის ფორმით და სათანადო საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით.
2. სააქციო საზოგადოება „ეკრანის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული დიდი დიღმის დაუმთავრებელი მშენებლობისა (პასიური ნაწილი) და მისთვის მიჩენილი 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასი განისაზღვროს 550.000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში, სადაც 159370 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასია 1051842 (ერთი მილიონ ორმოცდათერთმეტი ათას რვაას ორმოცდაორი) ლარი.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) კონკურსის გამოცხადების მიზნით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა გატარება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები