დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოებების ,,ქიმბოჭკოს", ,,ტამის", ,,მეტეხის კერამიკის", ,,საქაბრეშუმისა" და ,,საქტუნგოეთერზეთის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/10/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 13/10/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №442
2000 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებების „ქიმბოჭკოს“, „ტამის“, „მეტეხის კერამიკის“, „საქაბრეშუმისა“ და „საქტუნგოეთერზეთის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზების შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მსხვილ სამრეწველო საწარმოთა სტრუქტურული გარდაქმნების, პრივატიზების პროცესის დაჩქარების, მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით:
1. სააქციო საზოგადოებების „ქიმბოჭკოს“, „ტამის“, „მეტეხის კერამიკის“, „საქაბრეშუმისა“ და „საქტუნგოეთერზეთის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების პრივატიზება განხორციელდეს თანდართული სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასებით, კომერციული კონკურსის ფორმით და სათანადო საინვესტიციო პროგრამების განხორციელების პირობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი) და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე) კონკურსის გამოცხადების მიზნით უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებათა გატარება.
ე. შევარდნაძე
სააქციო საზოგადოებების „ქიმბოჭკოს“, „ტამის“, „მეტეხის კერამიკის“, „საქაბრეშუმისა“ და „საქტუნგოეთერზეთის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტების სიმბოლური საწყისი გადასაყიდი ფასები
|
სააქციო საზოგადოება |
აქციათა პაკეტი |
ნომინალური ღირებულება აშშ დოლარი |
სიმბოლური საწყისი გასაყიდი ფასი | |
|
| ცალი აქცია | საწესდებო კაპიტალის პროცენტი |
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| „ქიმბოჭკო“ | 8 606 997 | 76,00 | 6 620 770 | 200 000 |
| „ტამი“ | 1 432 762 | 53,70 | 1 432 762 | 100 000 |
| „მეტეხის კერამიკა“ | 991 794 | 60,28 | 991 794 | 50 000 |
| „საქაბრეშუმი“ | 1 118 392 | 92,40 | 1 118 392 | 20 000 |
| „საქტუნგო-ეთერზეთი“ | 95 248 | 90,00 | 95 248 | 5 000 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები