დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 20/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016027 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №415/ნ
2010 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ 2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის № 424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებიs (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხ. 1876) პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №14-ში „გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა” – შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
1. მომსახურების მიწოდება ხორციელდება მოსარგებლეთა ვაუჩერიზაციის გზით.
2. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის გადაცემულ/განკუთვნილ მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია კარდიოქირურგიული მომსახურების ასანაზღაურებლად.
3. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგიული მკურნალობის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას არა უმეტეს გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა.
4. პროგრამის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის.
5. კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერის მატერიალიზებული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა ხორციელდება 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს, ხოლო 2010 წლის 1 დეკემბრიდან – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ (შემდგომ ტექსტში ორივე სუბიექტი წოდებული – სააგენტოდ) მიერ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე.
6. სააგენტო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ადმინისტრაციულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისათვის კარდიოქირურგიის ინდივიდუალური ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას (გარდა არამატერიალიზებული ვაუჩერებისა) ასევე შეიმუშავებს და ამტკიცებს ვაუჩერის ფორმას.
7. პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ვაუჩერების საფუძველზე (გარდა არამატერიალიზებული ვაუჩერებისა) სააგენტო განახორცილებს ანგარიშსწორებას სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
8. 2010 წლის 27 სექტემბრის შემდგომ „გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობის” და „გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის” ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება:
ა) მატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საფუძველზე;
ბ) არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საშუალებით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე.”.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი
„2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 309 500 ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| ღონისძიება | თანხა |
| 1. გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა | 3 468 150 |
| 2. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა | 4 872 700 |
| 3. კორონარული ანგიოპლასტიკა | 968 650 |
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები