დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 23/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.189 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55
2005 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხ. 816) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს ,,ყ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ყ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება;”.
2. მე-5 მუხლს დაემატოს ,,შ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,შ1) საზოგადოებრივი (სახაზინო) საადვოკატო მომსახურების ორგანიზება, წინადადებების შემუშავება საქართველოს უფასო იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის.”.
3. მე-11 მუხლს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახური.”.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები