"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"

  • Word
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.165.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
17/12/2010
სსმ, 70, 29/12/2010
210020010.35.165.016026
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ"
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2010 - 10/01/2012)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2010 წლის 17 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი განაკვეთები განისაზღვროს:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4 000 ლარით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ით;

ე) სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000 ლარით;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20 % -ით.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №2 დადგენილება.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე             პ. ბუზარიაშვილი