საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ დადგენილების გაუქმებისა და ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ დადგენილების გაუქმებისა და ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 20/09/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
409
18/09/2000
სსმ, 86, 20/09/2000
010.340.000.05.002.001.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ დადგენილების გაუქმებისა და ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №409

2000 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების გაუქმებისა და ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ

ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის საქართველოს სსრ მინის­ტრთა საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით სხვადასხვა დროს გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ორი წლის მანძილზე აუთვისებლობის, გამოყოფილი მიწის ნაცვლად ახალი მიწის ათვისების ხარჯებისა და მიწის გადასახადის გადა­უხდელობისათვის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუწყდათ გამოყოფილი მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ნაკვე­თების გამოყოფის  შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 23 მარტის №129 დადგენილების მე-7 პუნქტი, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ  პალდოში ქალაქ თბილისის  საწარმოო გაერთიანება „ავტოტექმომსახურებისათვის“ 2 ჰექტარი მიწის გამო­ყოფას ეხება;

ბ) „თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთის კოლმე­ურნეობის მიწებიდან ქუთაისის სახელმწიფო სამრეწველო საწარმო „ქუთაისისათვის“ ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 30 აგვისტოს №652 დადგენილება;

გ) „დაწესებულებებისა და  ორგანიზაციებისათვის მიწის ნაკვე­თების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №690 დადგენილების პირველი პუნქტის მე-4 ნაწილი, რომელიც ქარელის რაიონში მრავალდარგოვან კონცერნ „აღორძინებისათვის“ 0,5 ჰექტარი მიწის გამოყოფას ეხება;

დ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1953 წლის 1 ოქტომ­ბრის №1314 დადგენილება, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის კოლმეურნეობისათვის ქალაქ ქუთაისის მიწებიდან დროებითი სარგებლობისათვის 15 ჰექტარის გადაცემას ეხება;

ე) „ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 1 ოქტომბრის №526 დადგენილება;

ვ) „მრავალდარგოვანი ფირმა „ცხავატისათვის“ აგურის ქარხნის ასაშენებლად და თიხის კარიერის მოსაწყობად ახალგორის რაიონის სოფელ ლარგვისის კოლმეურნეობის მიწებიდან ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 დეკემბრის №854 დადგენილება;

ზ) „ყაზბეგის რაიონის სოფელ კობის კოლმეურნეობის მიწებიდან სააქ­ციო საზოგადოება „არაგვისათვის“ ტურისტული კომპლექსის ასაგებად ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 მაისის №285 დადგენილება;

თ) „მცხეთის რაიონის ნიჩბისის მეთესლეობის სახელმწიფო მეურ­ნეობის მიწებიდან მცირე საწარმოო ფირმა „სასხორისათვის“ მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინის­ტრთა კაბინეტის 1994 წლის 26 ივლისის №495 დადგენილება;

ი) „მცხეთის რაიონის მუხრანის სახელმწიფო მეურნეობიდან მრავალდარგოვანი ფირმა „მმგ“-სათვის მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 24 ოქტომბრის №753 დადგენილება;

კ) „ჩოხატაურის რაიონის ფირმა „კომითისათვის“ წყლის ჩამო­სასხმელი ქარხნისა და სათავე ნაგებობის ასაგებად მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 11 აპრილის №195 დადგენილება;

ლ) „ზუგდიდის აეროპორტის გასაფართოებლად აგროფირმა „ინგი­რის“ მიწებიდან ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 6 დეკემბრის №746 დადგენილება;

მ) „დუშეთის რაიონის საშაბუროს სამეურნეობათაშორისო საწარ­მოს მიწებიდან მრავალდარგოვან სამეცნიერო-საწარმოო ფირმა „ფაუნისათვის“ მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 12 ივლისის №416 დადგენილება ;

2. შეტანილ იქნეს ცვლილება  „მარნეულის რაიონის სადახლოს მეურნეობის მიწებიდან „საზღვრისპირა სავაჭრო ცენტრის“ მოსაწ­ყობად მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბ­ლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აგვისტოს №487 დადგენილების პირველ პუნქტში და სიტყვები: „სადახლოს მეხილეობა-მებოსტნეობის მიწებიდან 6,12 ჰექტარი ფართობი (სახნავი – 5,31 ჰექტარი, საძოვარი – 0,81 ჰექტარი)“ შეიცვალოს სიტყვებით: „2,92 ჰექტარი არსებული ბაზრის მიერ დაკავებული ფართობი“ შემდეგ როგორც ტექსტშია.

ე. შევარდნაძე