ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ

ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.000431
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
12/08/2010
სსმ, 16, 25/08/2010
010250020.35.112.000431
ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2010 - 28/09/2018)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.112.000.431

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

1. ქ. ლანჩხუთის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით:

ა) აიკრძალოს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება;

ბ) გაშვებული პირუტყვი დაჭერილ და გადაყვანილ იქნეს სპეციალურ იზოლატორში, სადაც ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდა (ერთ სულზე) – 10 ლარის ოდენობით დაეკისროს პირუტყვის მესაკუთრეს;

გ) დაჭერილი პირუტყვის მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდეს მხოლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ;

დ) ათი დღის განმავლობაში პირუტყვის მესაკუთრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმე გადაეცეს სასამართლოს.

2. დამტკიცდეს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1).

3. დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის სამსახურთან დადგენილების აღსრულების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე

დანართი 1

ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია

 წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის წესს.

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი აწესრიგებს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გადახდის წესსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

2. ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯი წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვისთვის გაწეული მომსახურების საფასურს.

    მუხლი 2. მომსახურების საფასურის გადამხდელი

მომსახურების საფასურის გადამხდელია ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის მფლობელი პირი.

    მუხლი 3. მომსახურების საფასურის განაკვეთის , მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მომსახურების საფასურის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მომსახურების საფასური გაიანგარიშება პირუტყვის სულადობის მიხედვით.

3. მომსახურების საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს დაფიქსირებული მესაკუთრის მიერ.

    მუხლი 4. მომსახურების საფასურის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის

მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.