დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 13/09/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №400
2000 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმით მუშაობა სააქციო საზოგადოებებს: „სხმულს“ (თბილისი), „მზიურს“ (თბილისი), „ივერიას“ (ქუთაისი), „აქატს“ (თბილისი), „ხირსას“ (სიღნაღი), „ცისარტყელას“ (თბილისი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯიან მინერალ ვოთერსს“ (ბორჯომი).
2. საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან საწარმოს მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები