ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.000421
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
12/08/2010
სსმ, 16, 25/08/2010
010260020.35.112.000421
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2010 - 05/04/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.112.000.421

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

     „ დგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 6 ნოემბრის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ №32 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე

დანართი 1

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. სამსახური შექმნილია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით.

2. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

3. სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.

    მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, საქართველოს კანონებითა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტებით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

თავი II

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 3

სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საზოგადოებაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების საქმიანობისა და პროგრამებისადმი მხარდაჭერის მოპოვება;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და პროგრამებში სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება და მოწყობა;

ე) კონფერენციების, პრეზენტაციების, გამოფენების, კონკურსების, დღესასწაულების და სხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და მოწყობა;

ვ) პრესრელიზების, სტატიების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებპორტალის თემატური გაძღოლა, აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ფოტომომსახურების უზრუნველყოფა;

ზ) საინფორმაციო ბიულეტენებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მუშაობის სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადება გამოსაცემად;

თ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის სხვა მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება;

ი) სხვადასხვა სახელისუფლებო და არასამთავრობო სტრუქტურების პრესცენტრებთან ან შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების დამყარება;

კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან თანამშრომლობა;

ლ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, რაც გულისხმობს:

ლ.ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ლ.ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

ლ.გ) ინფორმაციის განთავსებას;

ლ.დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის;

ლ.ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან;

    მუხლი 4

თავისი ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური უფლებამოსილია:

ა) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისაგან;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მოაწყოს პრესკონფერენციები და ბრიფინგები;

გ) დაამყაროს კონტაქტები საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებთან, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების შესაბამის სამსახურებთან;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.

    მუხლი 5

თავისი ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური ვალდებულია:

დაგეგმოს ისეთი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საზოგადოებასთან ეფექტურ ურთიერთობაში.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 6

სამსახური დაკომპლექტებულია სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

    მუხლი 7

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე პასუხს აგებს დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისთვის;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

დ) ახორციელებს სამსახურის ყოველდღიური მუშაობის ოპერატიულ კონტროლს;

ე) უფლებამოსილია სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას, გამგებლის ბრძანებით ასრულებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე.

5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

    მუხლი 8

1. სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, გამგეობის დებულებებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამსახურის თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

თავი IV

სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციები

    მუხლი 9

სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებია:

ა) საზოგადოების ფართო ფენებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დანიშნულების, საქმიანობის და პერსონალის გაცნობა;

ბ) საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ინფორმირება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრათა შესახებ;

ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;

ვ) კონფერენციების, პრეზენტაციების, გამოფენების, კონკურსების, დღესასწაულების და სხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და მოწყობა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება;

თ) სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების პრესცენტრებთან ან შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების დამყარება;

ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასმედიის ყოველწლიური აკრედიტება;

კ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან თანამშრომლობა;

ლ)     საინფორმაციო ბიულეტენის გამოსაცემად მომზადება; საინფორმაციო ბროშურების, ცნობარების და სხვა ბეჭდვითი მასალების პროექტების შემუშავება;

მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებპორტალის თემატური გაძღოლა;

 ნ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განთავსება ვებპორტალზე;

ო) სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას აუდიო, ვიდეო და ფოტომასალის მომზადება და დაარქივება;

პ) სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ინფორმაციული რესურსების მოძიებისა და შემდგომში მათი ვებპორტალზე განთავსების მიზნით.

    მუხლი 10

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას;

ზ) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

თ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11

1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.