ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 30/08/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2002
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
391
30/08/2000
სსმ, 78, 30/08/2000
300.280.000.05.002.001.
ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/2000 - 29/11/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 391

2000 წლის 30 აგვისტო 

ქ. თბილისი

ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა შესახებ

ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანაზღაურების ღონისძიებათა გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტით ლტოლვილთათვის განსაზღვრული ხარჯებიდან მოახდინოს ასიგნებათა გამოყოფა ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებუისათვის.

2. დადგინდეს, რომ 2000 წლის 1 აგვისტოდან 2001 წლის 1 იანვრამდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტი განისაზღვრება თვეში 50 კვტსთ ოდენობით, რომლის ფარგლებშიც 1 კვტ. სთ ელექტროენერგიის ღირებულებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

2000 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე ორგანიზებულად (კომპაქტურად) ჩასახლებულ ერთ დევნილზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ანაზღაურდეს 1 მაისამდე არსებული წესით 1,8 ლარის ოდენობით.

3. ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ოდენობისა და ამ ბრძანებულებით დადგენილი ლიმიტის დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან (დ. მირცხულავა) ერთად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ლტოლვილთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისათვის საქართველოს 2 001 წლის სახელმწიფო ბიუ ეტის შესახებ კანონის პროექტში გაითვალისწინოს სათანადო საბიუჯეტო ასიგნებანი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე