დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 25/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.112.000414 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2010 - 28/12/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.112.000.414
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 12 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1).
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 18 თებერვლის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ №3 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
|
| თანამდებობის დასახელება | რანგი | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | გამგეობის ხელმძღვანელობა |
|
|
| 1.1 | მუნიციპალიტეტის გამგებელი |
| 2360 |
| 1.2 | მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე |
| 900 |
| 2 | გამგეობის თანამშრომლები |
|
|
| 2.1 | გამგებლის თანაშემწე | უფროსი საჯარო თანამდებობა | 450 |
| 2.2 | სამსახურის უფროსი |
| 700 |
| 2.3 | განყოფილების უფროსი |
| 500 |
| 2.4 | მთავარი სპეციალისტი | უმცროსი საჯარო თანამდებობა | 420 |
| 2.5 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი | უმცროსი საჯარო თანამდებობა | 400 |
| 2.6 | სპეციალისტი | უმცროსი საჯარო თანამდებობა | 200 |
| 3 | ტექნიკური პერსონალი |
|
|
| 3.1 | მდივანი |
| 350 |
| 3.2 | მძღოლი |
| 570 |
| 3.3 | დამლაგებელი |
| 150 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები