დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის N188 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 862 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 20/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.026.016019 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №862
2010 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 13.03.2009, №29, მუხ. 360 ) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, ეს ვადა შეამციროს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები