საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ ,,სანდის" (,,საქნაპირდაცვის") შესახებ

  • Word
საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ ,,სანდის" (,,საქნაპირდაცვის") შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 29/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.002.001.
  • Word
386
24/08/2000
სსმ, 77, 29/08/2000
440.050.000.05.002.001.
საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ ,,სანდის" (,,საქნაპირდაცვის") შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №386

2000 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სანდის“ („საქნაპირდაცვის“) შესახებ

1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში არსებული ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფო­დინამიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „სანდი“ („საქ­ნაპირ­დაცვა“) ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, სახელწოდებით – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი სსც „საქნაპირდაცვა“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების დანართში და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატოს პუნქტი:

„10. ცენტრი „საქნაპირდაცვა“.

3. 2000 წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში სსც „საქ­ნაპირდაცვის“ აპარატის დაფინანსება მოხდეს აღნიშნული ინსტიტუ­ტისათვის საქართველოს 2000 წლის დაზუსტებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსც „საქნაპირდაცვის“ წეს­დება, დანიშნოს მისი ხელმძღვანელი და განახორციელოს დაწე­სებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.

ე. შევარდნაძე