ელექტროენერგეტიკულ სექტორში საანგარიშწორებო ურთიერთობების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკულ სექტორში საანგარიშწორებო ურთიერთობების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/08/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 25/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.001.
  • Word
379
21/08/2000
სსმ, 76, 25/08/2000
300.280.000.05.002.001.
ელექტროენერგეტიკულ სექტორში საანგარიშწორებო ურთიერთობების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №379

2000 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკულ სექტორში საანგარიშსწორებო ურთიერთობების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ძირითადად  გამოწვეულია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მასობრივი გადაუხდელობით, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდანაც, განსაკუთრებული სიმწვავით აისახება როგორც თვით დარგის მდგომარეობაზე, ისე მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენებზე. დიდია ელექტროენერგეტიკული სექტორის ფინანსური დანაკარგები კონფლიქტის ზონებში, ასევე ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური, სამმართველო ფაქტორების გავლენით. საანგარიშსწორებო სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ელექტროენერგეტიკა საერთოდ ვერ იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისთვის კუთვნილ თანხას, უფრო მეტიც, ბევრ ქალაქსა და რაიონში რეალურად ამოღებული და ელექტროსადგურების, დიდი ენერგეტიკის სხვა კომპანიების კუთვნილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზევე რჩება, რაც თავის მხრივ დამატებით ამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებს.

შექმნილი მდგომარეობის დაძლევისა და საანგარიშსწორებო ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით:

1. ელექტროენერგეტიკულ სექტორში საანგარიშსწორებო სისტემის მოწესრიგების მიზნით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ივლისის 894 განკარგულების მე-3 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საბაზრო წესების“ მე-20 მუხლის, „საქართველოს ელექრობაზრის სპეციალური ტრანსფერტული ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, რეგიონალურმა, ქალაქებისა და რაიონების მუნიციპალურმა გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა (გარდა „AES-თელასისა“) 2000 წლის 1 სექტემბრიდან  საბანკო დაწესებულებებში გახსნან სპეციალური ანგარიშები.

2. დადგინდეს, რომ მომხმარებლებზე რეალიზებული ელექტროენერგიის მთელი ღირებულება თავს იყრის აღნიშნულ სპეციალურ ანგარიშებზე. ამ ანგარიშებიდან თანხა წარიმართება მხოლოდ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სპეციალურ ტრანსფერტულ ანგარიშზე და გამანაწილებელი კომპანიების ანგარიშსწორების ანგარიშებზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებისა და წესის მიხედვით.

3.  ქალაქების მერებმა და რაიონების გამგებლებმა უზრუნველყონ ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების სრული და თავისდროული ანაზღაურება, შესაბამისი მუნიციპალური გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის დადგენილი ლიმიტებისა და მოხმარების რეჟიმების, თანხის გადახდისა და საანგარიშსწორებო-საფინანსო დისციპლინის დაცვის სისტემატური კონტროლი. 

ე. შევარდნაძე