ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 17/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.000714
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
31/08/2010
სსმ, 26, 17/09/2010
010260020.35.151.000714
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/09/2010 - 20/12/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.151.000.714

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 31 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის დებულება შემდეგი სახით:

მუნიციპალიტეტის მოსაკრებლების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის მოსაკრებლების სამსახური

1. მუნიციპალიტეტის მოსაკრებლების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საქმიანობას ადგილობრივი მოსაკრებლის სფეროში.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისგან (სპეციალისტებისგან).

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე (სპეციალისტი).

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას.

ბ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;

გ) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმების, მათზე შეღავათების დაწესების წინადადებების მომზადებას;

დ) სახეობების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებული ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და ვადების დადგენას;

ე) ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინების ინსტრუქციების შემუშავებას;

ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელებთან სათანადო ხელშეკრულებების მომზადებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია