ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 17/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010020000.35.151.000712
  • Word
23
31/08/2010
სსმ, 26, 17/09/2010
010020000.35.151.000712
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.35.151.000.712

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2010  წლის 31 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰერალდიკური სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) ესკიზის შესარჩევი კონკურსის განმახორციელებელი კომისიის 2010 წლის 29 ივნისის №3 ოქმისა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2010 წლის 23 ივლისის №76 წერილის (დასკვნის) შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა) თანდართული ფორმით.

 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

 გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლისქობიანი მეწამული ჯვარი. გერბის ფარის I ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს, რომელზეც მოთავსებულია ვერცხლის ტარზე ასხმული ვერცხლის ბაირაღი, ტართან ოქროს სამი ზარით; II ნაწილი – ლურჯ ველზე ვერცხლის მთა ორი მწვერვალით; III ნაწილი ლურჯ ველზე ვერცხლის აბჯარი; IV ნაწილი – მეწამულ ველზე მეფე თამარის ვერცხლის ხელრთვა.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის

ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ყაზბეგი“.

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

დროშა არის ვერცხლ-მეწამული ფერის. გაყოფილია ვერტიკალურად ორ ნაწილად ისე, რომ ვერცხლის ველი იჭრება მეწამულ ველზე მოგრძო სამკუთხედების სახით და აღწევს დროშის მარცხენა კიდეს. ვერცხლის სამკუთხედები დროშის ზედა და ქვედა კიდეს დაშორებულია დროშის სიმაღლის 1/6 -ზე. ვერცხლის ველზე (დროშის მარჯვენა მხარე) მოთავსებულია სწორკუთხა მეწამული ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2/3.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია

ყაზბეგის მუნიციპალური გერბი წარმოადგენს:

 გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლისქობიანი მეწამული ჯვარი. გერბის ფარის I ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს, რომელზეც მოთავსებულია ვერცხლის ტარზე ასხმული ვერცხლის ბაირაღი, ტართან ოქროს სამი ზარით; II ნაწილი – ლურჯ ველზე ვერცხლის მთა ორი მწვერვალით; III ნაწილი – ლურჯ ველზე ვერცხლის აბჯარი; IV ნაწილი – მეწამულ ველზე მეფე თამარის ვერცხლის ხელრთვა.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის

ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ყაზბეგი“.

ყაზბეგის მუნიციპალური დროშა წარმოადგენს: