დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 17/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.000704 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2010 - 27/11/2014)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.151.000.704
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2010 წლის 31 აგვისტო
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება შემდეგი სახით:
მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ყაზბეგის მუნიციპალური სამსახური, რომელიც მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისგან (სპეციალისტებისგან).
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე (სპეციალისტი).
3. მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;
ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
გ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;
ე) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;
ვ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგებას საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით;
ზ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;
თ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
ი) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
კ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
მ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აპრილის №7 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები