„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
17/12/2010
სსმ, 70, 29/12/2010
010260020.35.103.016012
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მესტიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2010 - 13/03/2013)

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2 9

2010 წლის 17 დეკემბერი

დ. მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად , მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულება წარმოდგენილი რედაქციით , (თან ერთვის ).

2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით .

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. გვარლიანი

დანართი №1

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამსახურის ცნება

1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური შემდგომში სამსახურიარის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე .

4. სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელ საც დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით , ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო.

5. სამსახურს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური“ .

6. სამსახური განთავსებულია დ. მესტია, სეტის მოედანი №1.

 

 

 

 

თავი II

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები

1. სამსახურის დადგენილი წესით უზრუნველყოფს

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

ც) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია.

 2. მონაწილეობის მიღება შეჭირვებული ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო, სანიტარიული, ჰიგიენური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

3. იმ კონტინგენტის და რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულ ფულად დახმარებას.

4. საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიან პროგრამათა შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია.

5. წინადადებების მომზადება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენად ზემოთ დასახელებული კონტიგენტისათვის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ.

6. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ვეტერანთა საქმეებზე სააღრიცხვო საინფორმაციო ბაზის წარმოება.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული პროცესების კვლევა და ინფორმაციული ბაზის შექმნა.

8. დევნილი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებებისა და შემწეობის შეუფერხებლად გაცემისთვის ხელშეწყობა.

9. დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა.

11. კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სამსახურებთან.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს დასანიშნად სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით

გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობას, ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების შესახებ.

ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ი) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას;

კ) ახორციელებს ამ დებულებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. სამსახურის პერსონალი

1. სამსახურის პერსონალს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეები (მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მინიჭებულ ფუნქციებს.

3. მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და საშტატო ნუსხას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

თავი IV

სამსახურის ქონება

    მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსება

1. სამსახურის ქონებას წარმოადგენს მატერიალური ფასეულობა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

2. დაფინანსება ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ყველა მატერიალური ფასეულობა აისახება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსზე.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7. დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.