დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 30/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016016 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2010 წლის 17 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №52 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ V, №46) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„7. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, ამ წესით დადგენილ ვადაში, იდება ხელშეკრულება, რითაც დასტურდება აუქციონის შედეგები, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე და, მეორე მხრივ, გამარჯვებული.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები